ემოციური მიჯაჭვულობის "არასაიმედო" , შფოთვითი ტიპი
მოკლე აღწერა
არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა თავიდან იდეალური ჩანს. ისინი მოსიყვარულეები, მზრუნველები, ყურადღებიანები, გულუხვები არიან, მზად არიან ყველაფერში მხარდაჭერისთვის და პარტნიორისგანაც სანაცვლოდ, იგივეს ელიან.
როგორ განვსაზღვროთ თქვენი მიჯაჭვულობის ტიპი?
შეეცადეთ გაიხსენოთ ან ჰკითხოთ თქვენს მშობლებს, როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ბავშვობაში მათთან განშორება გიწევდათ. ადვილი იყო თქვენთვის საბავშვო ბაღში დარჩენა თუ დიდხანს ტიროდით, როდესაც კარი დედის ზურგს უკან იხურებოდა? და რას გრძნობდით, როდესაც მშობლებისგან სადმე მიდიოდით?
ასევე შეგიძლიათ გააანალიზოთ თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობა. შეეცადეთ უპასუხოთ კითხვებს:
.რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს პარტნიორთან ინტიმურ ურთიერთობაში?
.ცდილობთ თუ არა მის თავიდან აცილებას?
.ხშირად ღელავთ თუ არა თქვენს ურთიერთობაზე?
თავის არიდების და შფოთვის დონის მიხედვით, შეგიძლიათ საკუთარი თავს კლასიფიცირება ერთ-ერთ ტიპად.
°რა არის შფოთვითი მიჯაჭვულობის სტილი და როგორ ვლინდება ის?
°რატომ შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი ინტერესების შეწირვა ურთიერთობების გულისთვის?
არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა თავიდან იდეალური ჩანს.
ისინი მოსიყვარულეები, მზრუნველები, ყურადღებიანები, გულუხვები არიან, მზად არიან ყველაფერში მხარდაჭერისთვის და პარტნიორისგანაც სანაცვლოდ, იგივეს ელიან. მაგრამ როგორც კი რამდენჯერმე უყურადღებობას გამოიჩენთ, მაშინვე იწყებენ ეჭვიანობას, რომ მათ მიმართ სიყვარული აღარ გაქვთ და დაშორებას აპირებთ.
ეს ქცევა შეიძლება შფოთვითი მიჯაჭვულობის ნიშანი იყოს.
.რას ეწოდება შფოთვითი მიჯაჭვულობის სტილი
შფოთვითი მიჯაჭვულობის სტილი არის ქცევის ნიმუში, რომელიც ხასიათდება მიტოვების ან უარყოფის ინტენსიური შიშით. ეს აიძულებს ადამიანს მუდმივად ინერვიულოს მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობების მომავალზე.
იმისათვის, რომ ისინი უფრო მჭიდროდ დაუკავშიროს საკუთარ თავს, ის იწყებს საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების შეწირვას და სრულად ადაპტირებას სხვებთან. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ საკუთარ თავს სრულებით თრგუნავს.
შფოთვითი ტიპი ოთხიდან ერთ-ერთია, რომლებიც ე.წ. მიჯაჭვულობის თეორიას ქმნიან. მის საფუძველს XX საუკუნის შუა ხანებში ბრიტანელმა ფსიქიატრმა ჯონ ბოულბიმ და ამერიკელმა ფსიქოლოგმა მერი ეინსვორტმა ჩაუყარეს
მათ ივარაუდეს, რომ ბავშვის ადამიანებთან ურთიერთობის წესი განისაზღვრება მნიშვნელოვანი ზრდასრულების ქცევით.
თუ ბავშვი საკმარის ყურადღებას, სიყვარულსა და მხარდაჭერას იღებს, ის ავითარებს უსაფრთხო მიჯაჭვულობას. როდესაც ადამიანი უგულებელყოფილია, ის ძალადობის მსხვერპლია ან უბრალოდ არ იღებს მშობლებისგან საჭირო ემოციურ პასუხს.
მას შეიძლება განუვითარდეს დისფუნქციური მიჯაჭვულობის სამი ტიპიდან ერთ-ერთი. შფოთვითი მიჯაჭვულობის გარდა, ამ ჯგუფში შედის თავის არიდების და შფოთვით-თავიდან აცილების ტიპები.
.შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპის ნიშნები.
ძლიერად გამოხატული შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპის მქონე ადამიანს ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
დაბალი თვითშეფასება, ეჭვი, რომ ის სიყვარულისა და პატივისცემის ღირსი არაა. შედეგად - სხვების მიერ დადასტურების მოთხოვნილება, თუ რამდენად აფასებენ მას, რითაც მხარს უჭერენ მის თავდაჯერებულობას;
სხვებისგან დახმარების მოლოდინი;
უარის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
ფიზიკური კონტაქტის, მაგალითად, ჩახუტების გამოყენება, როგორც შფოთვასთან ბრძოლისა და თავდაჯერებულობის აღდგენის საშუალება;
მუდმივი შიში იმისა, რომ საყვარელი ადამიანი შეიძლება ნებისმიერ მომენტში წავიდეს, მაშინაც კი, თუ მისი ქცევა საპირისპიროზე მიუთითებს;
ძლიერი შფოთვისა და გაღიზიანების გამოჩენა, თუ რაიმე მიზეზით პარტნიორთან დაკავშირება შეუძლებელია, პარტნიორი არ პასუხობს ზარებსა და შეტყობინებებს. ეჭვიანობის აფეთქებები უმცირესი პროვოკაციის დროსაც კი;
მიდრეკილება, პარტნიორის განწყობისა და ქცევის ნებისმიერი ცვლილება გარდაუვალი დაშორების ნიშნებად მიიჩნიოს;
ურთიერთობებში მიჯაჭვულობისა და დამოკიდებულებისკენ მიდრეკილება; პარტნიორთან კავშირის გასაძლიერებლად საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების უგულებელყოფის სურვილი და საკუთარი ინტერესების არდაცვის სურვილი.
.როგორ ყალიბდება შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპი
ფსიქოლოგები გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც ზრდის შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპის რისკს.
1. ზრდასრულების არათანმიმდევრული ქცევა. ბოულბისა და ეინსვორთის თეორიის თანახმად, თუ ბავშვის მოთხოვნილებები სრულად დაკმაყოფილებულია, ანდაც
იგნორირებულია, მან შეიძლება შეწყვიტოს იმის გააზრება, თუ რაზეა დამოკიდებული უფროსების ქცევა და რას უნდა ელოდოს მათგან მომავალში. შედეგად ჩნდება შიში, რომ ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში ყურადღების გარეშე დარჩეს, ან საერთოდ მიტოვებული იყოს.
2.ემოციურად დისტანცირებული მშობლები. არსებობს ჰიპოთეზა, რომ თუ უფროსები არ დაეხმარებიან ბავშვს შიშთან და ზოგადად ემოციებთან გამკლავებაში,
(შფოთვა ან სხვა ნეგატიური ემოციები), ისინი შეუძლიათ გაძლიერდნენ და ქრონიკული გახდნენ. მაგალითად, თუ მშობლები არ ანუგეშებენ ბავშვს, როდესაც მას რაღაცის გამო ეშინია ან ძალიან განაწყენებულია - ისინი უგულებელყოფენ მას ან მარტო ტოვებენ - მას შეიძლება განუვითარდეს შფოთვისა და დაუცველობის გრძნობა მშობლის გამო.
ეს ავტომატურად გავლენას ახდენს ადამიანზე ზრდასრულ ასაკში, თუ პარტნიორი ან მეგობარი არ უზრუნველყოფს მას ფსიქოლოგიური კომფორტის საჭირო დონეს.
3.მშობლის სურვილი, დააკმაყოფილოს თავისი ემოციური შიმშილი. ამგვარ „ემოციურ შიმშილს“ ხშირად განიცდიან ადამიანები, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპი აქვთ. სიყვარულის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მათ შეუძლიათ განსაკუთრებით ძლიერი ემოციური კავშირი დაამყარონ საკუთარ ბავშვთან - და გახდნენ მასზე დამოკიდებულები.
ასეთმა მშობელი შეიძლება ზედმეტად მზრუნველი იყოს, ზედმეტად დაიცვას ბავშვი და ამავდროულად სრულიად უგულებელყოს მისი საჭიროებები. მაგალითად, ბავშვის ბუნებრივი მცდელობები ემოციური განვითარების გზაზე.
ბავშვმა შეიძლება ისწავლოს ქცევის ეს მოდელი და ზრდასრულ ასაკში დაიწყოს მისი რეპროდუცირება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის ტიპი შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰყავდეს სხვა მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობამ შეიძლება ახალი გამოცდილება შესძინოს და მიჯაჭვულობის ტიპი შეუცვალოს.
თანამედროვე ფსიქოლოგები ასევე თვლიან, რომ სინამდვილეში იშვიათია ადამიანი, რომლსაც მხოლოდ ერთი კონკრეტული, გარკვეული ტიპის მიჯაჭვულობისკენ ძლიერი მიდრეკილება აქვთ. ადამიანების უმეტესობისთვის ეს შერეული ტიპია და დიდწილად დამოკიდებულია კონტექსტსა და ურთიერთობის ტიპზე. ამრიგად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შფოთვითი ტიპის მიჯაჭვულობა რომანტიკული პარტნიორის მიმართ. ხოლო საუკეთესო მეგობრის მიმართ, რომელსაც მთელი ცხოვრება იცნობს - საიმედო მიჯაჭვულობის ტიპი.
✓შფოთვითი მიჯაჭვულობის გავლენა ურთიერთობებზე
მიუხედავად იმისა, რომ შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანი სასოწარკვეთილად ცდილობს ურთიერთობების დამყარებას, ისინი მას მუდმივ სტრესს უქმნიან. მიზეზი არის მტანჯველი შიში, რომ ნებისმიერ მომენტში ყველაფერი დასრულდება, ის შეწყდება და მიტოვებული იქნება.
ის ყველა ღონეს დებს ამის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, ის ცდილობს დააკმაყოფილოს პარტნიორის ყველა მოთხოვნილება.
საპასუხოდ, ის იგივეს ელის და პარტნიორის ქცევაში ნებისმიერი გადახრა შიშის ახალ შეტევას იწვევს, რომლის კონტროლიც, როგორც კვლევები აჩვენებს, ძალიან რთულია. შიში შეიძლება პანიკაში გადაიზარდოს,
და მასთან გასამკლავებლად, შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპის მქონე ადამიანს პარტნიორისგან დადასტურება სჭირდება, რომ ის კვლავ უყვარს და არ აპირებს მის წასვლას.
თუ რაიმე მიზეზით ეს არ ხდება, აქტიურდება საპროტესტო ქცევა. ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება:
.კონტაქტის აღდგენის აქტიური მცდელობები - პარტნიორთან მრავალჯერადი ზარები და შეტყობინებები;
.დამოუკიდებლობის დემონსტრირება - პარტნიორის დემონსტრაციული იგნორირება;
.გაღიზიანებისა და წყენის გამოვლინებები - შინაარსიანი დუმილი, ნებისმიერ კითხვაზე ერთმარცვლიანი პასუხები, ხაზგასმით უკმაყოფილო სახის გამომეტყველება;
.ურთიერთქმედებების დათვლა - სურვილი, დარეკოს ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც პარტნიორმა დარეკა;
.პირდაპირი და შენიღბული მუქარა ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ;
.მანიპულირება და ეჭვიანობის გამოწვევის მცდელობა.
პროტესტის ქცევა წყდება, როდესაც პარტნიორი ადასტურებს თავის გრძნობებს. თუმცა, თუ შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანი კვლავ ეჭვობს, რომ სიყვარული დაკარგა, ციკლი თავიდან იწყება.
შიშისა და პანიკის ხშირი შეტევები იწვევს ძლიერ სტრესს. კვლევები აჩვენებს, რომ შფოთვითმა მიჯაჭვულობამ შეიძლება გაზარდოს დეპრესიისა და სოციალური ფობიების განვითარების რისკი, ასევე სუიციდური აზრების სიმძიმე.
✓როგორ მოვიშოროთ შფოთვითი მიჯაჭვულობის სტილი
მიჯაჭვულობის სტილის კორექტირება შესაძლებელია. პროცესის დასაჩქარებლად, ღირს სპეციალისტთან დაკავშირება. თუ ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან მუშაობა შეუძლებელია, შეგიძლიათ თავად სცადოთ მიჯაჭვულობის ტიპის შეცვლა. აქ მოცემულია რამდენიმე მეთოდი.
-განავითარეთ გააზრებული ცნობიერება. შეეცადეთ გაიგოთ, რატომ გაწუხებთ ასე ძალიან გარკვეული წვრილმანები და რა აზრებს იწვევს ისინი თქვენში. შემდეგ შეეცადეთ, დაუპირისპირდეთ მათ. ის ფაქტი, რომ თქვენს პარტნიორს დაავიწყდა თქვენი ყავის ყიდვა, არ ნიშნავს იმას, რომ ის არ გცემს პატივს, არ უყვარხარ და გადაწყვიტა, მიგატოვოს. ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი ფიქრებია და შესაძლოა, მათ რეალობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდეთ.
ნეგატიურ ფიქრებთან ბრძოლა უფრო ადვილი იქნება, თუ მათ მიერ გამოწვეული სტრესის შემცირებას ისწავლით. ნებისმიერი მეთოდი, რომელიც მოდუნებაში დაგეხმარებათ, გამოგადგებათ: სიარული, სუნთქვითი ვარჯიშები, კუნთების მოდუნების ტექნიკა. გამოიყენეთ ეს მეთოდი ყოველ ჯერზე, როცა კვლავ იეჭვებთ, რომ უმნიშვნელო წვრილმანის გამო აღარ გიყვართ.
-თვითკმარობის სწავლება. შფოთვითი მიჯაჭვულობის ტიპის მქონე ადამიანებმა, როგორც წესი, არ იციან, როგორ დააკმაყოფილონ საკუთარი ემოციური მოთხოვნილებები და იზრუნონ ფსიქოლოგიურ კომფორტზე დამოუკიდებლად. ისინი ამას სხვებისგან ელიან.
ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა - ეს თვითკმარობაა. დასაწყისისთვის, შეგიძლიათ ისწავლოთ დამოუკიდებლად დამშვიდება და მოდუნება, განწყობის გაუმჯობესება. ამაში ყოველდღიური სასიამოვნო რიტუალები დაგეხმარებათ: აბაზანის მიღება, მედიტაცია, ოთახის მცენარეების მოვლა, საყვარელი ჰობი.
სტრესთან ბროლის ნებისმიერი საშუალება გამოგადგებათ, შეიძლებ
მთავარი ის არის, რომ ისინი საშუალებას გაძლევთ, სხვების დახმარების გარეშე იგრძნოთ ფსიქიკური კომფორტი.
თვითკმარობის განვითარების მეორე მნიშვნელოვანი პირობა დაუცველობის ტრენინგია. თქვენ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეიძლება სხვა ადამიანების მხარდაჭერისა და მოწონების გარეშე დარჩეთ. ამისათვის თქვენ მოგიწევთ თქვენი ქცევის შეცვლა: დაიწყოთ სხვებისთვის „არას“ თქმა და ღიად გამოაცხადოთ თქვენი საჭიროებები.
ისწავლეთ ეფექტური კომუნიკაცია. შეეცადეთ, პარტნიორთან თქვენი წუხილებისა და შიშების შესახებ საუბარი დაიწყოთ. ეს ადვილი არ იქნება: შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ თუ მათი პარტნიორი გაიგებს, თუ რას განიცდიან სინამდვილეში, მიატოვებს.
მაგრამ სინამდვილეში, მათგან წუხილის დამალვა მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას. ბოლოს და ბოლოს, თქვენი პარტნიორი ვერ ხვდება...
რატომ იწვევს თქვენში ემოციების ქარიშხალს ის ფაქტი, რომ მან უბრალოდ ნაგვის გატანა დაავიწყდა. ალბათ, მას აზრადაც არ მოსდის, რომ ამას იმის ნიშნად აღიქვამთ, რომ ის თქვენგან წასვლას აპირებს. დიდი ალბათობით, თქვენი პარტნიორი მზად იქნება დაგეხმაროთ შიშების დაძლევაში.
ნებისმიერ შემთხვევაში, ცოდნა ძალაა! შეეცადეთ გაიაზროთ თქვენი პრობლემა, აღიაროთ მისი არსებობა და ბოლოს მოაგვაროთ ის.
დატოვე შეფასება
0
კომენტარები